პ პირველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს გავაცანით მუშაობის თავისებურებები, მიზნები, ამოცანები, წევრების მოვალეობები და უფლებები. შევათანხმეთ მათთან მუშაობის გრაფიკი და პროგრამა.
მე-2 კლასელებმა მოისმინეს მოთხრობა
„ორი ია“, რის შემდეგაც წაიკითხეს და გაიაზრეს ტესტური დავალებების საშუალებით.
მე-3, მე-4 კლასელებმა მოისმინეს ხალხური ზაპარი „მზის
პირისნაბანი“. შემდეგ თავად წაიკითხეს და გაიაზრეს. წაკითხულის შემდეგ გაიმართა დისკუსია,
სადაც იმსჯელეს მოსწავლეებმა ზღაპრის დადებით და უარყოფით პერსონაჟებზე . ბოლოს დაწერეს ტესტი,რისი დახმარებითაც შევამოწმეთ,თუ
რამდენად გაიაზრეს ბავშვებმა ეს ზღაპარი.
მე-2 შეხვედრაზე მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში აარჩიეს თავიანთი ასაკის შესაბამისი წიგნები . მათ მიეცათ ორი კვირა ამ წიგნების წასაკითხად.
მე-3 შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოახდინეს წაკითხულის პრეზენტაცია. იმსჯელეს მოთხრობის პერსონაჟების დადებით და უარყოფით მხარეებზე; გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.
მე-4 შეხვედრაზე მეორეკლასელებმა მოისმინეს მასწავლებლის მიერ წაიკითხული ლექსი
„პრანჭია
ბაჭია“; შემდეგ თვითონ წაიკითხეს და გაიაზრეს. შეასრულეს შესაბამისი დავალებები.
მე-3, მე-4
კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს დავით ჯავახიშვილის
მოთხრობა
“თაგვების ფეხბურთი“. თავად წაიკითხეს , გაიმართა დისკუსია, რის შემდეგაც
იმუშავეს
ტესტებზე.
მკითხველთა
კლუბის მე-5 შეხვედრაზე ჩატარდა აქტივობა, წაკითხულის გააზრებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა
მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
მოსწავლეებმა მოისმინეს და ნახეს მათთვის უცნობი ილუსტრირებული ტექსტი, გიორგი
ჭაუჭიძის მოთხრობა „ ლუკა და ლეკვი“.
მოსწავლეებმა
წაიკითხეს, გაიაზრეს და შეასრულეს ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე მითითებული აქტივობები.
ვფიქრობ, ძალიან მოეწონათ ბავშვებს მოცემული აქტივობები,იყვნენ აქტიურები თითოეული აქტივობის შესრულებისას. კომიქსების შექმნა მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
ოქტომბრის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა მკითხველთა კლუბის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის ბიბლიოთეკარი ქ-ნ ლამარა ღულათავა.







































